ისტორია

 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) წარმოადგენს ნატოს 2014 წლის აგვისტოს უელსის სამიტზე ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის ფარგლებში მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 15 ინიციატივიდან ერთ-ერთს. 2015 წლის მაისში შექმნა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სამუშაო ჯგუფი, ხოლო 2015 წლის აგვისტოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მონაწილეობით კრწანისში გაიმართა ცენტრის ინაუგურაცია. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი როგორც სტრუქტურული ერთეული 2016 წლის მაისში დაფუძნდა.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფუნქციაში შედის საქართველოს მხარდაჭერა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერებაში, რეფორმირებაში, თავდაცვის მოდერნიზაციასა და ტრანსფორმაციაში, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესებაში. ცენტრი ასევე საქართველოს ეხმარება მოემზადოს ალიანსის წევრობისთვის, წვლილი შეიტანოს რეგიონული სტაბილურობის განმტკიცების პროცესში და ჩამოყალიბდეს რეგიონულ წამყვან ცენტრად.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მთავარი ამოცანა შეარაღებული ძალების წვრთნა და შეფასებაა, აგრეთვე რეალისტური საველე წვრთნებითა და კომპიუტერული სისტემებით მხარდაჭერილი, სიმულაციური და ვირტუალური სწავლებების საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისთვის შეთავაზება ბრიგადის დონის ჩათვლით.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი მხარს უჭერს და ატარებს ეროვნულ, უწყებათშორის, ორმხრივ, რეგიონულ, მრავალეროვნულ ისევე, როგორც ნატო-საქართველოს წვრთნებს საქართველოს ტერიტორიაზე.