სტრუქტურა

 

 

ამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი

რომელიც გეგმავს და აღასრულებს ბატალიონისა და ბრიგადების დონეზე სამთეაურო-საშტაბო წვრთნებს, როგორც ეროვნულ ასევე მრავალეროვნულ გარემოში,გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკის სიმულატორების JCATS-ის სისტემის გამოყენებით. 2019 წელს ჩასატარებელი ნატო-საქართველოს სწავლების დაგეგმვა და აღსრულება ძირითადად სწორედ ამ ცენტრის რესურსების გამოყენებით მოხდება. ცენტრი ჩამოყალიბდა2009 წელს  და ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებული შტატების  "კუბიკი"-ის ჯგუფის დახმარებით.

საველე წვრთნების ცენტრი

აღნიშნული ცენტრი მომდევნო სამი წლის განმავლობაში პასუხისმგებელია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის აღსრულებაზე, რომელიც 2018 წლის 18 მაისს ოფიციალურად  გაიხსნა და განთავსდა  ვაზიანის საწვრთნელ რაიონში. აღნიშნული ცენტრის და პროგრამის ფარგლებში მოხდება ყველა ქვეითი ბატალიონის გაწვრთნა თავდაცვითი შესაძლებობების გაძლიერებისათვის. წვრთნებისა და მომზადების პროცესში მონაწილეობას იღებს როგორც ქართველი ინსტრუქტორები საბრძოლო მომზადების ცენტრიდან ასევე თანაბრად ამერიკის შეერთებული შტატების  -ს არმიის ევროპის სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის  2-503 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები.

ამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრი

2009 წლიდან ორმხრივად ამერიკის შეერთებული შტატების  -ს საზღვაო ქვეითებთან ერთად ხელმძღვანელობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამშვიდობო მისიებისათვის გადასროლისწინა წვრთნასა და მომზადებას. ამ ეტაპისათვის ცენტრში მომზადება გაიარა 22-მა ქვედანაყოფმა მზადებამ (მომზადების ხანგრძლივობა 6 თვე). ცენტრი ასევე, გარდა მტკიცე მხარდაჭერის მისიის უზრუნველყოფს ქვედანაყოფების მომზადებას აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში წარსაგზავნი ოცეულებისათვის.

წვერთნების ეფასების ცენტრი

 პასუხისმგებელია შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების შეფასებაზე სხვადასხვა კოლექტიურ დავალებებში ამ ეტაპზე ათეულის, ოცეულის და ასეულის დონეზე. ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების მასშტაბით ამზადებს დამკვირვებელ/მაკონტროლებელ-ინსტრუქტორებს.

კომუნიკაციების,  ინფორმაციული სისტემებისა და სწავლებების მხარდამჭერი განყოფილება (CIS&TAS)

ეროვნული და მრავალეროვნული სწავლებების მხარდაჭერა კომპიუტერული ტექნოლოგიებით, ინფორმაციული სისტემებით და ინტეგრირებული ლაზერული კონტაქტის სისტემებით (MILES).