ისტორია

დაარსების ისტორია: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) არის 2014 წლის ნატო-უელსის სამიტზე დამტკიცებული ნატო-საქართველოს არსებული პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი ინიციატივა.

დღეს ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან პაკეტს, რომელიც მოიცავს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, წვრთნებს, სწავლებებს, გაძლიერებულ კავშირს და თავსებადობის გაძლიერებულ შესაძლებლობებს. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერებას, რაც დაეხმარება საქართველოს წინსვლას ალიანსში გაწევრიანებამდე“. ვკითხულობთ სამიტის დეკლარაციაში.

JTEC-ის ინაუგურაცია შედგა 2015 წელს, NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ, სანამ ცენტრი სრულად ჩამოყალიბდა ორგანიზაციად 2016 წლის 30 მაისს. NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შექმნასა და შემდგომ განვითარებაში. NATO-ს მრჩეველთა გუნდი ამჟამად შედგება NATO-ს  ოთხი მოკავშირის: ნორვეგიის, დიდი ბრიტანეტის, ლიეტუვასა და უნგრეთის პირადი შემადგენლობისაგან.      

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ნატო-საქართველოს სწავლება (NATO-GEO Exercise), რომელსაც ცენტრი მასპინძლობდა 2016, 2019 და 2022 წლებში. საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეასრულა სწავლების ხელმძღვანელის და სწავლების ჩამტარებელის როლი. სწავლებები იყო საერთაშორისო და მასში მონაწილეობას იღებდა ნატოს მოკავშირე და პარტნიორი  ქვეყნების სამხედრო პირადი შემადგენლობა, ნატოს (NATO) რამდენიმე სარდლობის შტაბი და დაკავშირებული ცენტრები. 2022 წლიდან სწავლებების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს მართავს მხოლოდ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), ნატოს მოკავშირე ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT), მოკავშირე სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრის (JFTC) პარტნიორობის ხელშეწყობით.   

ნატო-საქართველოს სწავლებები შექმნილია საქართველოს ხელმძღვანელობით მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის მოსამზადებლად, რათა დაგეგმონ, კოორდინაცია გაუწიონ და აღასრულონ სამხედრო რეაგირება ჰუმანიტარულ კრიზისებზე. ის ასევე ამოწმებს საქართველოს, მოკავშირე და პარტნიორი ძალების  თავსებადობას. სწავლების სერიები ახდენს დემონსტრირებას მრავალეროვნული უნარის, მოახდინონ რეაგირება განვითარებად კრიზისზე ომის ზღურბლზე, ასევე შეძლონ სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის ჩართულობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.