ისტორია

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) წარმოადგენს ნატოს 2014 წლის აგვისტოს უელსის სამიტზე ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის ფარგლებში მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 15 ინიციატივიდან ერთ-ერთს. 2015 წლის მაისში შექმნა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სამუშაო ჯგუფი, ხოლო 2015 წლის აგვისტოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მონაწილეობით კრწანისში გაიმართა ცენტრის ინაუგურაცია. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი როგორც სტრუქტურული ერთეული 2016 წლის მაისში დაფუძნდა.

 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფუნქციაში შედის საქართველოს მხარდაჭერა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერებაში, რეფორმირებაში, თავდაცვის მოდერნიზაციასა და ტრანსფორმაციაში, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესებაში. ცენტრი ასევე საქართველოს ეხმარება მოემზადოს ალიანსის წევრობისთვის, წვლილი შეიტანოს რეგიონული სტაბილურობის განმტკიცების პროცესში და ჩამოყალიბდეს რეგიონულ წამყვან ცენტრად.

 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მთავარი ამოცანა შეარაღებული ძალების წვრთნა და შეფასებაა, აგრეთვე რეალისტური საველე წვრთნებითა და კომპიუტერული სისტემებით მხარდაჭერილი, სიმულაციური და ვირტუალური სწავლებების საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის შეთავაზება.

 

 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი შედგება 4 დაქვემდებარებული ცენტრისგან:

სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი

- გეგმავს და აღასრულებს ბატალიონისა და ბრიგადების დონეზე სამთეაურო-საშტაბო წვრთნებს, როგორც ეროვნულ ასევე მრავალეროვნულ გარემოში,გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკის სიმულატორების (JCATS) სისტემის გამოყენებით. 2019 წელს ჩატარებული ნატო-საქართველოს სწავლების დაგეგმვა და აღსრულება ძირითადად სწორედ ამ ცენტრის რესურსების გამოყენებით მოხდა. ცენტრი ჩამოყალიბდა2009 წელს  და ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებული შტატების  "ვალიანტ"-ის ჯგუფის და ნატო-ს სხვადასხვა ქვეყნების ექსპერტების დახმარებით.

 

საბრძოლო მომზადების ცენტრი

-  ცენტრი მომდევნო სამი წლის განმავლობაში პასუხისმგებელია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის აღსრულებაზე, რომელიც 2018 წლის 18 მაისს ოფიციალურად  გაიხსნა და განთავსდა  ვაზიანის საწვრთნელ რაიონში. აღნიშნული ცენტრის და პროგრამის ფარგლებში მოხდება ყველა ქვეითი ბატალიონის გაწვრთნა თავდაცვითი შესაძლებობების გაძლიერებისათვის. წვრთნებისა და მომზადების პროცესში მონაწილეობას იღებს როგორც ქართველი ინსტრუქტორები საბრძოლო მომზადების ცენტრიდან ასევე თანაბრად ამერიკის შეერთებული შტატების-ს არმიის ევროპის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები.

 

სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრი

- 2009 წლიდან ორმხრივად ამერიკის შეერთებული შტატების  -ს საზღვაო ქვეითებთან ერთად ხელმძღვანელობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამშვიდობო მისიებისათვის გადასროლისწინა წვრთნასა და მომზადებას. ამ ეტაპისათვის ცენტრში მომზადება გაიარა 23-მა ქვედანაყოფმა მზადებამ (მომზადების ხანგრძლივობა 4 თვე). ცენტრი ასევე, გარდა მტკიცე მხარდაჭერის მისიის უზრუნველყოფს ქვედანაყოფების მომზადებას აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში წარსაგზავნი კონტინგენტისთვის.

 

წვერთნების შეფასების ცენტრი

 - პასუხისმგებელია შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების შეფასებაზე სხვადასხვა კოლექტიურ დავალებებში ამ ეტაპზე ათეულის, ოცეულის და ასეულის დონეზე. ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების მასშტაბით ამზადებს დამკვირვებელ/მაკონტროლებელ-ინსტრუქტორებს.

 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა „ნატო-საქართველოს სწავლება“ რომელსაც უმასპინძლა 2016 და 2019 წლებში. წვრთნა იყო საერთაშორისო და მასში მონაწილეობას იღებდა 24 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ნატოს სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ჯონ ტომსონი და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ლადისლავ იუნგი დაესწრნენ.  

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალებმა უხელმძღვანელა, როგორც სწავლების ჩამტარებელმა (OCE-გენშტაბი) და სწავლების წარმმართველმა ოფიცერმა (ODE – JTEC) .

 

სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლება ასევე გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას.

პირველად მოხდა ისტორიაში, რომ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალები JTEC-თან ერთად ხელმძღვანელობდა. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრი (JFTC) უწევდა.

წვრთნებში 24 ქვეყანასთან ერთად - ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი, აქტიურად იყვნენ ჩართულები საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები - “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” (ICRC), გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO)და გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO, დამკვირვებელი). ასევე, სწავლებაში ატიურად იყვნენ ჩართულები პარტნიორი ქვეყნების საწვრთნელი ცენტრები FINCENT და SWEDINT.