ჩვენ შესახებ

 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) წარმოადგენს ნატოს 2014 წლის აგვისტოს უელსის სამიტზე ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის ფარგლებში მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 15 ინიციატივიდან ერთ-ერთს. 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მთავარი ამოცანა შეარაღებული ძალების წვრთნა და შეფასებაა, აგრეთვე რეალისტური საველე წვრთნებითა და კომპიუტერული სისტემებით მხარდაჭერილი, სიმულაციური და ვირტუალური სწავლებების საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისთვის შეთავაზება ბრიგადის დონის ჩათვლით.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი შედგება 4 დაქვემდებარებული ერთეულისგან:

სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი

- გეგმავს და აღასრულებს ბატალიონისა და ბრიგადების დონეზე სამთეაურო-საშტაბო წვრთნებს, როგორც ეროვნულ ასევე მრავალეროვნულ გარემოში,გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკის სიმულატორების (JCATS) სისტემის გამოყენებით. 

 

 

 

საველე წვრთნების ცენტრი

-  ცენტრი მომდევნო სამი წლის განმავლობაში პასუხისმგებელია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის აღსრულებაზე.

 

 

 

სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრი

- 2009 წლიდან ორმხრივად ამერიკის შეერთებული შტატების  -ს საზღვაო ქვეითებთან ერთად ხელმძღვანელობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამშვიდობო მისიებისათვის გადასროლისწინა წვრთნასა და მომზადებას.

 

 

 

წვერთნების შეფასების ცენტრი

 - პასუხისმგებელია შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების შეფასებაზე სხვადასხვა კოლექტიურ დავალებებში ამ ეტაპზე ათეულის, ოცეულის და ასეულის დონეზე. ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების მასშტაბით ამზადებს დამკვირვებელ/მაკონტროლებელ-ინსტრუქტორებს.