სიახლეების არქივი

გენერალ-მაიორ პატრიკ ჰერმესმანის ვიზიტი სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრში


საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდალს ევროპასა და აფრიკაში, გენერალ-მაიორ პატრიკ ჰერმესმანს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი პატრიკ ჰერმესმანი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრს ესტუმრა და მე-13 ბატალიონის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნას დაესწრო. ამერიკელი გენერალი საზღვაო ქვეითი ძალების წარმომადგენლებსა და ქართველ ჯარისკაცებს პირადად გაესაუბრა და ის ლოკაციები დაათვალიერა, სადაც საერთაშორისო მისიისთვის მზადება მიმდინარეობს.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში გამგზავრებამდე, ოცეულის დონის წვრთნებს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გადის და სამხედრო მოსამსახურეებს ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალები ამზადებენ.