სიახლეების არქივი

დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების პირველი საერთაშორისო კურსი დასრულდა


პირველად ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი დასრულდა.
კურსის მონაწილეებს სიტყვით ლიეტუვას ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასიმ მიმართა და ყურადღება ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილა. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ კი, კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების კურსი 11-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა, მათ შორის იყო აშშ-ის არმიის სამი და ლიეტუვას ორი ოფიცერი.
ხუთდღიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს კრწანისსა და ნორიოს ბაზებზე მოიცავდა. ტრენინგის დროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამხედროებს სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებებში გამოადგება.