სიახლეების არქივი

JTEC-ში პირველი საერთაშორისო OCT მოსამზადებელი კურსი დაიწყო.


პირველად ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი დაიწყო.

სწავლებას ქართველ სამხედროებთან ერთად აშშ-ის არმიის ოთხი და ლიეტუვას ორი ოფიცერი გაივლის.
ხუთდღიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს კრწანისსა და ნორიოს ბაზებზე მოიცავს. ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით პროგრამის ინსტრუქტორები ლიეტუველი ოფიცრებიც არიან.
კურსის მიმდინარეობას ნატოს ოფიცრები შეაფასებენ. სწავლება დაიგეგმა და მომზადდა ნატოს მრჩეველთა ჯგუფის მიერ ქართველი სამხედროების ჩართულობით.
კურსი JTEC-ის შტაბის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ლეკვეიშვილმა და წვრთნებისა და განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით ჩხეტიანმა გახსნეს,მონაწილეებს კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და და წარმატებები უსურვეს.

პროგრამა მიზნად ისახავს ოცეული-ასეულის დონის დამკვირვებელ-მაკონტროლებელი სამხედროების მომზადებას ნატოს სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სწავლებებში.