სიახლეების არქივი

თავდაცვის მინისტრმა მედლინ მუნს JTEC - ში უმასპინძლა


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC)  უმასპინძლა.

თავდაცვის მინისტრმა  მედლინ მუნს  მადლობა გადაუხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის, რაც ასახულია მათ რეზოლუციებსა და რეკომენდაციებში.

ვიზიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი დუმბაძემ, გააკეთა მოხსენება ცენტრის სამ წლიანი მოაღვაწეობის  შესახებ, რომელსაც დადებითი შეფასება მოჰყვა სტუმრების მხრიდან. აღინიშნა ცენტრის განვითარების სწრაფი ტემპი და ჩატარებული ღონისძიებების წარმატება, მათ შორის ხაზი გაესვა 20016 - 2019 წლებში ჩატარებულ ნატო-საქართველოს წვრთნებს.

მედლინ მუნმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებულ მაღალ სტანდარტებზე, ქართველი სამხედროების სამაგალითო მონაწილეობაზე სამშვიდობო მისიებში და აღნიშნა, რომ JTEC ნატოს ოჯახის ერთგულების კიდევ ერთი დასტურია.