სიახლეების არქივი

11 წელი აგვისტოს ომიდან


 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელის თავზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრმა, საბრძოლო მოქმდებებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივის მისაგებად  საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

აღევლინა პანაშვიდი გარდაცვლილი ჯარისკაცების სულის მოსახსენიებლად, კრწანისის საწვრთნელ რაიონში მდებარე ტაძრის მოძღვარმა იქადაგა თავგანწირვის მნიშვნელობაზე რელიგიურ კონტექსტში და ქართველი სამხედროების უდიდეს ღვაწლზე საქართველოს წინაშე. ამის შემდეგ ცენტრის პირადმა შემადგენლობამ დაღუპულ მებრძოლებს წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.