სიახლეების არქივი

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია


2019 წლის მარტში, საქართველო , ნატო-საქართველოს სწავლებას (NATO-GEO EX 2019) უმასპინძლებს.პირველად საქართველოს ისტორიაში, ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას დაგეგმვიდან აღსრულების ფაზის ჩათვლით,ქართული მხარე უხელმძღვანელებს.

სწავლების დაგეგმვის საბოლოო დეტალებზე ნატოს "მოკავშირეთა სარდლობის"(ACT), ალიანსი წევრი, პარტნიორი ქვეყნებისა და ქართული მხარის წარმომადგენლები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სამი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ.

"ნატო-საქართველოს სწავლება 2019" საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და განათლების სარდლობის მეთაურმა პოლკივნიკმა გრიგოლ ჭელიძემ დახურა და დაგეგმვის კონფერენციის შედეგები შეაჯამა.

"ნატო-საქართველოს სწავლება 2019" ნატო საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ჩატარდება.სწავლებაში მონაწილების მიღებისსურვილი ნატოს წევრმა და პარნიორმა 23-მა ქვეყანამ უკვე გამოთქვა.წვრთნის განმავლობაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ნატოს ოპერაციების დაგეგმვისატთვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ.სწავლება რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ხორციელდება, ხელს შეუწყობს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველს თავსებადობის ამაღლებას.