სიახლეების არქივი

JTEC-ის ესპანელი მრჩევლის დაჯილდოება


საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატო-საართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მოვლინებულ ესპანელ მრჩეველთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა.

საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა, თინათინ აღნიაშვილმა მადლობა გადაუხადა მაიორ რიკარდო როდრიგეს დე ლა იგლესიასს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით "გენერალი კვინიტაძე" დააჯილდოვა.

ესპანელი ესპერტი ნატო-საქართველოს  წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ექვსი თვის განმავლობაში  მუშაობდა  და ქართულ მხარეს კონსულტაციებს უწევდა სამხედრო სწავლებების მიმართულებით. მას მაიორი ხოსე ლუის ბელენგუერ გარსია შეცვლის.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფისა და JTEC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.